კომაროვის „შაბათის სკოლის“ ოლიმპიადა მე-5 და მე-6 კლასელებისათვის იწყება!

კომაროვის ,,შაბათის სკოლის“ მე-5 და მე-6 კლასების ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 12 მაისს, კომაროვის სკოლაში.

მე-6 კლასის ოლიმპიადა დაიწყება 09:00 საათზე

მე-5 კლასის ოლიმპიადა - 14:00 საათზე

ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 და მე-6 კლასების იმ მოსწავლეებს, რომლებიც 10 მაისის მდგომარეობით ირიცხებიან „შაბათის სკოლაში“.

 რეგისტრაცია ადგილზე დაიწყება:

• მე-6 კლასისთვის - 08:15 საათიდან

• მე-5 კლასისთვის - 13:15 საათიდან


პირველ ტურში მოსწავლეები შეასრულებენ დახურულბოლოიან ტესტს, რომელიც 20 ამოცანისგან შედგება.

სამუშაო დრო - 2 საათი.

მონაწილემ თან უნდა იქონიოს:


საწერი კალამი

რვეული შავი სამუშაოსთვის

სასურველია წყალი (ერთჯერადი ბოთლით)


12 მაისს სკოლის ვებ-გვერდზე აიტვირთება ტესტი და მოსწავლეთა კოდირებული ნაშრომები.

სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 18 მაისისა.

აპელაცია მიიღება 18 და 19 მაისს ელექტრონულ ფოსტაზე: saapelatsiokomisia@gmail.com

საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება არაუგვიანეს 21 მაისისა.


რეიტინგული სიის საუკეთესო 100 მოსწავლე, ასევე მე-100 შედეგის გამეორების შემთხვევაში შესაბამისი მონაწილეები, მოიპოვებენ ფინალურ ტურში ასპარეზობის უფლებას.

ფინალური ტური ჩატარდება 26 მაისს.


„შაბათის სკოლის“ მათემატიკის ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციის ზრდას, კონკურსში მონაწილეობის გამოცდილების მიღებასა და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენასა და წახალისებას.

კომაროვის სკოლა ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებას!



ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784